

კონფერენციის შესახებ
ზიანის შემცირების კონფერენცია 2019 - მიზნად ისახავს ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მობილიზებას და დიალოგის პლატფორმის შექმნას ზიანის შემცირების სფეროს პრიორიტეტულ საკითხებზე, ძირითადი ფოკუსით - დონორული დაფინანსების გარდამავალ პერიოდში ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისათვის ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც ზღუდავს ხელმისაწვდომობას აღნიშნულ მომსახურებებზე.
კონფერენციის მონაწილეები არიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პოლიტიკის შემქმნელები, მკვლევარები, პრაქტიკოსები და დაზარალებული თემი.
კონფერენცია განიხილება, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედების საადვოკაციო მექანიზმი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადი დაფინანსება, ისევე როგორც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია.
ორგანიზატორები

მსოფლიო ექიმების (სფრანგეთი) წარმომადგენლობა საქართველოში - MDM
მსოფლიო ექიმები, აქტივისტური სამედიცინო ორგანიზაციია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სოლიდარობის პრინციპებს და 30 წელზე მეტია ზრუნავს მოწყვლად პოპულაციებზე. ის უწყვეტად მუშაობს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოფს ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობის პოლიტიკების მდგრად განვითარებას.

საქართველოს ადგილობრივი ფონდი ცნობილი ფილანტროპის და ბიზნესმენის ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ღია საზოგადოების ფონდების წევრი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 1994 წელს დაიწყო.
ფონდის სტრატეგია ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე იქმნებოდა.

თანაორგანიზატორები
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი წარმოადგენს საქართველოში ზიანის შემცირების დაბალ-ზღურბლოვანი მომსახურებების მიმწოდებელ ძირითად მოთამაშეს.
დკსჯეც მისიაა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნის და დროული რეაგირების გზით.
კომუნიკაციების სპეციალისტების გუნდი, რომლის მთავარი ამოცანაა ინფორმირებული და არგუმენტირებული კომუნიკაციის საშუალებით უპასუხოს საზოგადოებრივ გამოწვევებს.